“მოგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ ა.წ. 2 აპრილს N1, N3 და N9 საბავშვო ბაღიდან აღებული ხორცის ნიმუშები ფიზიკო-ქიმიური (ხორცის სიახლე) და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამება სანიტარიულ წესებსა და ნორმებს”, _ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრს უკვე გადაეცა.
საეჭვო ხორცის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე ადამიანმა შეატყობინა: _ ხორცი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ერთ–ერთი ბაღიდან გამოტანილი და ამის შესახებ, გვინდა, რომ ყველამ გაიგოს. ამ ხორცით, როგორ შეიძლება მოამზადონ კერძი და შემდეგ ბავშვებს აჭამონ? ხორცი ჩამოაქვთ ასპინძიდან და კაცმა არ იცის, როგორია. რაც ხდება, არის განუკითხაობა. საქმე ეხება ბავშვების კვებას. როგორც ვიცით, ტენდერის მიხედვით, ხორცის ფასი 13 ლარი იყო და ამ ორგანიზაციამ იმით მოიგო, რომ ორი ლარით ნაკლები შესთავაზა,“ _ გვითხრეს მშობლებმა და ხორცის ნაჭერი გვაჩვენეს, რომელიც ბაღიდან იყო გამოტანილი.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ამ დღეებში რამდენიმე მშობელი ალტერნატიულ შემოწმებას აპირებს და პროკურატურაში საქმის შეტანას გეგმავენ.