– აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური.
მისი თქმით, “ნაციონალებს” აღიზიანებს ის, რომ სახელისუფლებო სკამები დაკარგეს და ვერ ეგუებიან ახლანდელი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს. ისინი სრულ აგონიაში ჩავარდნენ და არ იციან რომელი გზა აირჩიონ.
ალექსანდრე ლომოური: “ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, ძალიან მალე გაქრება ქართული პოლიტიკიდან. ყველას კარგად გვახსოვს, ყოფილი სახელისუფლებო პარტიები როგორ გაქრნენ აქტიური პოლიტიკური თამაშებიდან. სწორედ ამის ეშინიათ და მზად არიან ყველანაირი გზებით გაიხანგრძლივონ პოლიტიკური “სიცოცხლე”, თუმცა, ნაციონალების სააპრილო აქცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.”