შეჯიბრი ჩატარდა ქალაქ სტამბულში 5, 6 და 7 აპრილს. მასში 45 ქვეყნის 2 200 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ივანიშვილი გახდა, ლანჩხუთელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 2 ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
ლუკა ივანიშვილი: “ვარ თორმეტი წლის, ვცხოვრობ ურეკში. კარატე-დო-ში 4 წელია გამოვდივარ. მონაწილეობა მიმიღია როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე ევროპის, კავკასიის და საქართველოს ჩემპიონატებზე. ამჯერად ეს ოქროს მედალი 17-ეა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს თურქეთში, გამოვდიოდი 12-13 წლიანებში. ჩემთვის რთული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა თურქი სპორტსმენი, რომელსაც ფინალში შევხვდი და დავამარცხე.”
როგორც ლუკა ივანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, მას ძალიან უყვარს ეს სპორტი და სურს, რომ ბოლომდე გაყვეს მას.
ლანჩხუთელი სპორტსმენები ამჯერად მორიგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ნოემბერში ესპანეთში გაიმართება.