განცხადებაში გამოთქმულია პრეტენზია, რომ ცესკომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა.
საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცესკო-ს კანონით მინიჭებული აქვს პროცედურების დაზუსტების და არა კანონის მუხლების განმარტების უფლებამოსილება. მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ და სხვა საკითხების განხილვა და 16 აპრილს, 18.00 საათზე, ცესკოში ზემოთხსენებული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს იწვევს საჯარო დისკუსიაზე – ”სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესში”, _ აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.