“ვფიქრობთ რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთობლივი საკოორდონაციო საბჭოს შექმნა უზრუნველყოფს შეკრების მშვიდობიანად ჩატარებას და რაიმე სახის პროვოკაციების თავიდან აცილებას.
“საზოგადოებრივი დამცველი” დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას საკოორდინაციო საბჭოს დაგეგმილ შეხვედრაში.
გაცნობებთ რომ, გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში “საზოგადოებრივი დამცველი” განახორციელებს 19 აპრილს დაგეგმილი შეკრების მონიტორინგს”. _ ნათქვამია განცხადებაში.