_ ხელისშემშლელი ფაქტები იყო. დღეს რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლი გვყავდა შეპირებული, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ამ დილით გვითხრეს უარი და მიკროავტობუსი ოზურგეთიდან ჩამოვიყვანეთ და მაინც მოვახერხეთ წასვლა. _ გვითხრა კახა ასკურავამ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის თქმით, ლანჩხუთიდან 200-მდე ადამიანი არ წავიდოდა აქციაზე.
_ თუ ეს არის სინამდვილე, მაშინ წარმოგვიდგინონ მათი სახელები და გვარები. რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტებს ეს არის აბსურდი. ჩვენი მხრიდან ინტერესი არ ყოფილა ვინ მიდიოდა 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ვახტანგ ზენაიშვილმა.