_ დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება ნორმალურად, ცივილიზებულად. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით. ამისთვის საჭიროა თანამოაზრეები შევიკრიბოთ ყოველგვარი აყალ-მაყალის, ხელკეტების, ფარების და ათასი უბედურების გარეშე. დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომელიც ქვეყნისთვის კარგია, _ თქვა გოგა ხაჩიძემ.
იმის შესახებ, დასახელდება თუ არა დღევანდელ აქციაზე საპრეზიდენტო კანდიდატი, გოგა ხაჩიძემ განაცხადა: “ვერ გეტყვით. ამას მიტინგის მსვლელობის დროს ვნახავთ და განვსაზღვრავთ. დღეს სხვა რამე არის მთავარი _ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ოკუპაციის კანონი არ უნდა გაუქმდეს; ვინც ფიქრობს, რომ რუსი ჯაშუშები არ უნდა გამოგვეშვა; ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან თავდახრილი და კოცნა- პროშნის პოზაში არ უნდა დადგეს საქართველო; ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთია ჩვენი არჩევანი და მისი ღირებულებანი. სწორედ იმ ღირებულების ირგვლივ ვიკრიბებით. არავის ქვებს არ ვუშენთ, როგორც ამ მოედანზე რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ.”