გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ყალბი საჯარო ხელშეკრულების საფუძველზე აიპ „ინვალიდთა ლიგა“-ს ქონებით, კერძოდ სასცენო აპარატურით სარგებლობდა და მონაწილეობას იღებდა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მისი ასეთი ქმედებით აიპ „ინვალიდთა ლიგა“-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი 396 814 ლარის ოდენობით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.