მასში მონაწილეობას იღებდნენ 14 წლამდე ასაკის მოზარდები.
ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ “გურია ნიუსი” მეორე ადგილის მფლობელს, თორნიკე ჭაღიაშვილს ესაუბრა.
_ ნერვიულობდი შეჯიბრის წინ?
_ არა, უკვე მივეჩვიე და ნერვიულობით აღარ ვნერვიულობ.
_ ხშირად იღებ მონაწილეობას შეჯიბრებში?
_ 4 წლის წინ დავიწყე ვარჯიში და იქიდან მოყოლებული როცა ჩემპიონატები და შეჯიბრები იმართება, ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას.
_ რამდენი მედალი გაქვს აღებული?
_ ჯერ იმას გეტყვით, რომ ჩემი მწვრთნელია მალხაზ ჭუმბურიძე, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ ხნის მანძილზე, რაც მასთან ვვარჯიშობ 13 მედალი მაქვს აღებული, აქედან 5 ვერცხლია და 8 ბრინჯაო.
_ რომელ სკოლაში სწავლობ?
_ თბილისის 113-ე საჯარო სკოლაში, ვარ მე-8 კლასში.
_ სპორტს გაყვები?
_ აუცილებლად. ჩემი ოცნებაა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში მივიღო მონაწილეობა, გავიმარჯვო და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გავიტანო მსოფლიო ასპარეზზე.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კარატის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ ნორჩ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და პრიზები გადასცა.