მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და კომპოზიციები. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. კლასებს შორის საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილის მფლობელი გახდა VII კლასი, მეორე ადგილი დაიკავა V კლასმა, ხოლო მესამე ადგილი გავიდა VI კლასი.
პედაგოგების თქმით, ასეთი კონკურსები მომავალშიც ჩატარდება, რადგან იგი ძალიან უწყობს ხელს ბავშვების ფანტაზიის განვითარებას.