ლაშა საჯაია, ქრისტინე კოროშინაძე, თორნიკე კუჭავა, თომა ყაჭეიშვილი, ოთო ბარამიძე და ლაშა კოპალეიშვილი (იგი ახლახან შემოუერთდა ჯგუფს). ისინი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ, როცა ერთად სიმღერა დაიწყეს. შემდეგ კი აქტიურად მონაწილეობდნენ სასკოლო თუ სარაიონო ღონიძიებებში. უკვე მეორე კურსის სტუდენტები არიან და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მაგრამ უერთმანეთოდ და სიმღერის გარეშე ვერ ძლებდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა, რომლის რეპერტუარი მრავალფეროვანია. ისინი ძირითადად თავად ქმნიან მუსიკალურ ნაწარმოებებს და მსმენელთა მოწონებასაც იმსახურებენ. მუსიკალურმა ჯგუფმა უკვე რამდენიმე კონცერტი გამართა თბილისში მაგთიკლუბში, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებებში. როგორც ანსამბლის წევრებმა გვითხრეს, ისინი ზაფხულში მშობლიურ ჩოხატაურში აპირებენ სოლო კონცერტის ჩატარებას. გვჯერა, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთი ნიჭით, მონდომებითა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებენ მუსიკალურ სივრცეში.