რომელშიც საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე თათული სიხარულიძე. თათულიმ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო ნომინაციაში “საუკეთესო მკითხველი”. გამარჯვებულები 13 აპრილს გამოვლინდნენ და მათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
თათულისთვის ეს პირველი კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და წარმატებულად გაართვა თავი. კონკურსში გარდა ქართველი ბავშვებისა, უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
ოლიმპიადა ყოველწლიურად იმართება და ქართული ენის დღეს ეძღვნება.