გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს ბინის პრივატიზაციის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ზურაბ ა. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარ სპეციალური ნივთიერებით დანიშნული კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.