სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას სახელმწიფოაუდიტის სამსახურის პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ფატი მამეიშვილმაც დაადასტურა.
ჩხენკელი, იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილთან ერთად “ქართუ” ბანკის გაკოტრების საქმეშია ბრალდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 15 ათასი ლარი გირაო შეუფარდა.
მან გასულ წელს რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა. იყო შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი; შემდეგ ამავე სამსახურში მომსახურების დეპარტამენტის უფროსი; ბოლოს კი აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.