ამ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც იყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” კოორდინატორის, ვახტანგ ჯავახაძის მხარდაჭერით შეიქმნა. საბჭოს ამჟამად 13 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარეა – რევაზ ხაინდრავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარე. წევრები: ლევან მაქაცარია, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი; ბესიკ ფიფია, საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე; მალხაზ ციკუტანია, პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი; თენგიზ შანავა, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; ეკატერინე თოდუა, გამგეობის ქალაქმშენებლობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; რობერტ კონჯარია, ბიზნესსქტორის წარმომადგენელი; ელზა კვარაცხელია, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი; ნონა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაცია “დეას” წარმომადგენელი; რუსუდან პაჭკორია, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის” იურისტი; თეა შონია-რადიო “ათინათის” ჟურნალისტი; ირაკლი ყალიჩავა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის” წარმომადგენელი; მერაბ გამსახურდია, არასამთავრობო ორგანიზაცია “გადავრჩინოთ მომავალი” ხელმძღვანელი.
სწორედ ამ საბჭომ დაიწყო “ზუგდიდობის” დღესასწაულის და საპატიო ზუგდიდელის სტატუსის დაწესებაზე მუშაობა, რისთვისაც საბჭო 23 აპრილს შეიკრიბა.
საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ “ზუგდიდობის” დღესასწაული ყოველი წლის ოქტომბრის თვის რომელიმე შაბათ–კვირას გაიმართება. რაც შეეხება საპატიო ზუგდიდელის სტატუსს, მისი მინიჭების კრიტერიუმები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
ამ საკითხების გარდა საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ – ეკონომიკური სტრატეგიის განვითარების გეგმაზე, სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობასა და საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებიც.