დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1967 წელს დაბადებული, 7-ჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, ლევონ გ-მ ის შურისძიების მიზნით მოკლა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.