_ ამის შესახებ მედიასთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარი.
_ ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ანუ პარტიების კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებულები და ამომრჩევლის აღრიცხვას ატარებენ. ეს დარღვევა არაა, თუმცა ,შეიძლება ზეწოლად ჩაითვალოს. ასევე, რამდენიმე ამომრჩეველი, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა სიაში არ აღმოჩნდა და საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირა, _ განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა, ქეთევან ჩაჩუამ.
არჩევნებს ბაღდათში ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.