შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარმა ოფიცრმა, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო პროცედურების განხორციელებისას, ეჭვის საფუძველზე ლაბორატორიული კვლევისთვის კარტოფილის ნიმუში აიღო.
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად ირანიდან იმპორტირებულ პროდუქტში კარტოფილს მავნებელი, კარტოფილის ჩრჩილი (phthorimaea operculella zell) გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.