და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის თანამშრომლების დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებიდან შეიტყო.
“ჩემთვის, როგორ მთავრობის ერთ-ერთი წევრისთვის, მძიმე დღეა, რადგან გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. მე მჯერა, რომ ბატონი დავით კირვალიძე კანონთან არის მართალი. როგორც ამბავი, ჩემთვის ცნობილი იყო ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მაგრამ, რამდენიმე ჩინოსნის შესახებ გუშინ მედიიდან შევიტყვე. არ ვიცნობ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ამიტომ არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, თუ რა დევს საქმეში. ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, რომელსაც გამოძიების ზედამხედველობა ევალება, რამდენიმე ხანია მუშაობენ ინდივიდუალურ საქმეებზე დამოუკიდებლად და ამ ფაქტობრივ მდგომარეობას, სულ მალე კანონი გააფორმებს, რომლის წერაც, ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში გუშინ საღამოს დასრულდა,” _ განაცხადა მინისტრმა.