სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3,864 გრ „ბუპრენორფინი“ და 0,1166 გრ „კოკაინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ალექსანდრე შ–ს საფრანგეთიდან ამანათით ფეხსაცმელი გამოუგზავნეს, რომელშიც ნარკოტიკები იყო დამალული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).