ფრაქციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს თხოვენ, არ განიხილონ საკითხი პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმართვას კენჭი ეყარა, რომელიც მალე პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდაზეც მოხვდება, შესწორებული რედაქციით.
“დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების გადმოტანით რეგიონის განვითარებას ახალი კურსი მიეცა .ქუთაისში პარლამენტის გადმოტანით ხალხს იმედი გაუჩნდა რომ რეგიონში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდება ცხოვრების დონე. დაიწყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გზების მოწესრიგება დაიწყო სასტუმროების მშენებლობა, ხელახლა აშენდა კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი, რეაბილიტირებულია ქუთაისის ოპერის თეატრი. ასევე მესხიშვილის დრამატული თეატრი. ცენტრალურმა ტელევიზიებმა გახსნეს ბიუროები, ქუთაისი ნელ-ნელა მოექცა ყურადღების ცენტრში. ქალაქი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა. ინვესტორები განიხილავენ ქალაქში უმაღლესი კლასის სასტუმროების მშენებლობას. ბევრი საერთაშორისო თუ დიპლომატიური მისია ქალაქში ფართს ეძებს წარმომადგენლობის გასახსნელად. ბატონებო და ქალბატონებო გთხოვთ დაივიწყოთ პარტიული უთანხმოებები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის საკეთილდღეოდ არ განიხილოთ საკითხი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით. ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭებით საქართველო კიდევ ერთ განვითარებულ ევროპის დონის ქალაქის მიიღებს.”
როდის მიიღებს მიმართვა საბოლოო სახეს და რა ვადებში წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯერჯერობით, უცნობია.