ვოდევილი გოგი ცინცაძის რეჟისორობით დაიდგა და მასში მონაწილეობენ: გიორგი სიხარულიძე, მერი სირაძე, ნინო ჟორჟოლიანი, შოთა ყაჭეიშვილი, ნუკრი მახარაძე, გია ხვინჩიაშვილი, ავთო მახარაძე და სხვები. სცენოგრაფია ეკუთვნის გოგი ცინცაძეს, მუსიკალური გამფორმებელია ნინო სიხარულიძე.
როგორც რეჟისორმა, გოგი ცინცაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ვოდევილის წარმოდგენით სახალხო თეატრის მსახიობები მაყურებელს ერთ ლამაზ და იუმორით სავსე საღამოს აჩუქებს, იუმორით, რომელიც დღეს ყველას ასე ძალიან გვჭირდება.
ვოდევილების საღამოს მაყურებელი მაისის ბოლოს ნახავს.