მისივე თქმით, ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაისახეს სამომავლო გეგმები.
ლევან ყიფიანი: ბევრი პროგრამა დავისახეთ მიზნად, პირველ რიგში მოსაგვარებელია სამართლებრივი ფორმის პოვნა საფეხბურთო თუ სპორტული გუნდებისა და სკოლებისთვის. ამის შემდგომ უკვე გამოიკვეთება გარდავალ ეტაპზე ამ ორი წლის განმავლობაში თუ როგორ უნდა განვითარდეს ოზურგეთში სპორტი. როგორც ვიცი, სპორტი ოზურგეთში ძალიან პოპულარულია და ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდამ უნდა ჩაერთოს სპორტში. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. სპორტი განვითარებული უნდა იყოს ყველა რეგიონში.
_ 2011-2012 წელს ოზურგეთში იგეგმებოდა კლუბ “მერცხალის” სტადიონის რეაბილიტაცია, რაც არ მომხდარა. რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?
_ ამასთან დაკავშიებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ვიცი, რომ “გურიის” სტადიონი მოედნის საფარი დაგებული და შეკეთებული იქნა ფეხბურთის ფედერაციის მიერ. თუ რა მოხდა 2011 წელს, ამაზე ვერ გიპასუხებთ. შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში, ოზურგეთის “მერცხალს” აუცილებლად დავეხმარებით.
_ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რა პროექტების განხორციელებას აპირებს ოზურგეთში?
_ ამ ეტაპზე რეკომენდაციით შევთავაზეთ საფეხბურთო კლუბ “მერცხალს” სწორი სამართლებრივი ფორმა შეარჩიონ გუნდისთვის, რათა ერთად მოხდეს გაერთიანება სტადიონის, ინფრასტრუქტურის და გუნდის, რომელიც შევა ერთ ა(ა)იპში, რომელშიც გაერთიანდება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და შემდეგ ვიფიქრებთ იმაზე, როგორ განვითარდეს კლუბი.