_ ჩვენ, ინფორმაცია არ გვაქვს ოლიმპიური კომპლექსის შესახებ, რა დაფინანსებით შენდება, რა კომპლექსია ასეთი, რა სტანდარეტებით არის აშენებული და ასე შემდეგ. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ეს მშენებლობა ალბათ შეჩერდება, რადგან არასწორად არის დაგეგმილი და არასწორად აქვს შერჩეული ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოვიძიებთ მასალებს ამ მშენებლობის შესახებ და შემდეგ გვეცოდინება დაწვრილებით ყველაფერი. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ობიექტები, ძალიან კარგია, მაგრამ ფუნქცია უნდა გქონდეს განსაზღვრული და სწორად იყოს დაგეგმილი, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს და ობიექტი ჩაბარდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნებიან დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობით. _ განაცხადა ლევან ყიფიანმა.
გურიის მხარის ოლიმპიური კომიტეტის პრესამსახურმა, გურანდა გურასაშვილმა ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობის მაკეტი 2012 წლის 27 ივლისს წარმოადგინა. შეხვედრა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში შედგა. გურანდა გურასაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ეს კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობებს გააერთიანებს. იქვე იქნება ოლიმპიური კომიტეტის ოფისიც.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თბილისიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.