როგორც ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი, ლევან ჩხაიძე ამბობს, გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.
_ ადმინისტრაცია არ არსებობს, გახდა აპარატი და აპარატის უფროსად დაინიშნა ახალი თანამშრომელი, მაგული კუნჭულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩხაიძემ.
აპარატის ახალი უფროსი გუშინ დაინიშნა. როგორც ჩხაიძე ამბობს, იმნაძემ თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ეჭვის დონეზე იცოდა.
იმნაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება კუნჭულიას, ის ყოფილი მოსამართლეა.