_ ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში ჩვენს პარტიულ წარმომადგენლებთან შეხვედრას, გვაინტერებს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, პრობლემები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის პარტიის მხრიდან გასაკეთებელი იმისათვის, რომ პარტია გაძლიერდეს და არჩევნებს შეხვდეს გაძლიერებული და წარმატებული.
_ ქალბატონო ნინო, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ამბობენ, რომ თქვენც საპრეზიდენტო კანტიდატი იქნებით…
_არა, ჯერ ჩვენ არ დაგვისახელებია საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა უახლოეს დღეებში ჩვენი პარტია გააკეთებს განცხადებას, გადაწყვეტილების შესახებ. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, საინტერესო პროცესია თავისთავად, ბუნებრივია, “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა თავისი კანდიდატი, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის ხალხს.