მრევლი როგორ კი მიუახლოვდა თავისუფლების მოედანს, მოედანზე გაჩერებული ერთ-ერთი ყვითელი ავტობუსი უცებ დაიძრა და ლესელიძის ქუჩის მიმართულებით წავიდა. სავარაუდოდ, ამ ავტობუსში იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქცია გაემართათ რუსთაველის პროსპექტზე.
მრევლმა, ავტობუსი შეძახილებით გააცილა.
თავისუფლების მოედანზე მეუფე იაკობმა, მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ სამების ტაძარში წასულიყვნენ სალოცავად. ამ წუთებში რეუტაველის პროსპექტზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის გაძლიერებული კორდონები ისევ დგას.