ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, ძნელია პარლამენტის სხდომაზე კონცენტრაციის გაკეთება.
“დღეს თბილისში ხდება გაუგონარი რამ _ ძალადობა. დაშავებულები არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ასევე საელჩოს წარმომადგენლებზე იყო თავდასხმის მცდელობა. ეს დამახასიათებელია მხოლოდ გადაშენების ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის. ამ ვითარებაში პარლამენტის სხდომაზე საკითხების განხილვა ძნელია, რადგან ხედავ თბილისში რაც ხდება და ძნელია კონცენტრაცია გააკეთო იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსიტუტების შენარჩენებას. ფაქტია, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო არ არსებობდა,” _ ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.