მან განაცხადა, რომ დიმიტრი კვერღელიძე დეპუტატების და საზოგადოების წინაშე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ლევან ნინიძეს უნდა წარედგინა, მაგრამ მასზე გახორციელდა ზეწოლა. თავად ლევან ნინიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ მას თბილისიდან დაურეკეს და სთხოვეს, რომ ნუ იაქტიურებდა დიმიტრი კვერღელიძის სასარგებლოდ.
_ თბილისიდან დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ არ მეაქტიურა დიმიტრის სასარგებლოდ. მეგობარი კაცია და ახლა ნუ ჩამეკითხები ვინ დამირეკა და ვინ მითხრა. _ გვითხრა ლევან ნინიძემ.
ჩვენს კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ მისცა დეპუტატების უმრავლესობამ ხმა დიმიტრი კვერღელიძეს ლევან ნინიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: – რა არის იცი, დიმა შესანიშნავი ეკონომისტია, ბიუჯეტი იცის კარგად. მთავარი ადამიანთა ურთიერთობა არის, სიყვარული, მისვლა-მოსვლა. მეტი კონტაქტი იყო საჭირო, რომ უკეთესი შედეგი დამდგარიყო.