ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს შორის ფასების ყველაზე მაღალი ინდექსით დანია ლიდერობს. იქ ცხოვრების ღირებულება 41,9%-ით მაღალია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. შემდეგ მოდის შვეცია (28%) და ფინეთი (24%). ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი ფასები ბულგარეთშია _ 51%-ით ნაკლები საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე.
ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი ქვეყანა ნორვეგიაა _ 59,2%-ით მეტი საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე და შვეიცარია _ 58%. ყველაზე იაფი ქვეყნებია ალბანეთი და მაკედონია.
Eurostat-ის მონაცემებით, საკვები და უალკოჰოლო სასმელები ყველაზე იაფად პოლონეთში შეგიძლიათ შეიძინოთ, შემდეგ კი რუმინეთში, ბულგარეთსა და ლიტვაში. ამ კრიტერიუმებით ლიდერები ისევ დანია და შვეცია არიან, აგრეთვე, ავსტრია.
რაც შეეხება გერმანიას, აქ საკვებზე საშუალო ფასებია _ საშუალო ევროპული მაჩვენებელზე 6%-ით მაღალი. ამ ქვეყანაში ძალიან ძვირია ხორცი _ საშუალო ევროპული მაჩვენებელზე 128%-ით მაღალი. სამაგიეროდ, გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ალკოჰოლი საკმაოდ იაფია _ საშუალო ევროპული მაჩვენებლის 82%. ამ კუთხით გერმანიას მხოლოდ ევროპის სამი ქვეყანა უსწრებს _ უნგრეთი (79%), რუმინეთი (75%) და ისევ და ისევ ბულგარეთი (67%).
სასმელები, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია ფინეთში, ირლანდიაში, შვეციასა და დიდ ბრიტანეთში.