“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კომუნიკაციების კომისიას აღნიშნული ტელეკომპანიებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის მოთხოვნით 4 აპრილს მიმართა. პოლიტიკური გაერთიანება მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიებმა დაარღვიეს “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” გათვალისწინებული ვალდებულები _ ეთერში უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ, თუმცა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა, შემდგარიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რადგან მიიჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საარჩევნო კოდექსში” შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების ვალდებულება.
4 ივლისს, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ამ საქმის განხილვისას არ გააუქმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატმა შალვა ლომსაძემ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.