“აღმაშფოთებელია მოსამართლე ჯეირანაშვილის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდა ბორჯომის ყოფილი პოლიციის უფროსი, “ნაციონალური რეჟიმის“ ერთ-ერთი ცნობილი და ყველაზე სასტიკი “იარაღი“ – მამუკა ხვედელიანი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ატერორებდა მთელს ხეობას, რომლის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებებთან დაკავშირებით უამრავი მოწმე არსებობს, ადამიანი რომელიც წამების ბრალდებით იქნა დაკავებული – დღეს თავისუფალია.
“დემოკრატიული მოძრაობა” აღნიშნული უსამართლობის შესაძლო შედეგებზე პირდაპირ პასუხისმგებლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს აკისრებს, რომელიც უკვე კარგა ხანია „ნაციონლური სადიზმის“დამცველად გვევლინება. მისი მოსამართლეების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები ქმნის ქვეყანაში იმის საშიშროებას, რომ ხალხი პირდაპირი შურისძიება დაიწყოს – რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
“დემოკრატიული მოძრაობა“ უერთდება ბორჯომელების სამართლიან პროტესტს და მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნის – სამართლიანობის აღდგენის კუთხით. დაუშვებელია საკუთარი მოსახლეობის – იმ ადამიანების მოთხოვნების იგნორირება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოლეს და 1 ოქტომბერს ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას” იმ იმედით, რომ ყველა ვინც ქმნიდა “სადისტურ ნაციონალურ რეჟიმს” პასუხს აგებდა კანონის წინაშე.” _ აღნიშნულია განცხადებაში.