ამ პროექტით ცვლილებები შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსში”.
სავაჭრო ობიექტი, რომელიც არასრულწლოვანს ალკოჰოლურ სასმელს მიჰყიდის, 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი სანქციის ოდენობა გაორმაგდება.
ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში, არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისთვის არათვალსაჩინო ადგილზე განთავსების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტი 100 ლარით დაჯარიმდება, წლის მანძილზე მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 300 ლარამდე გაიზრდება.