აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, რის გამოც ფრაქციის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა დატოვონ “ნაციონალების” რიგები.
“ძალიან კარგად ჩანს, 1 ოქტომბრის შემდეგ რა პროცესებს აქვს ადგილი. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მიმართულება არის ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე. იყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე ინტენსიური ზეწოლა, შემდეგ _ პარლამენტარებზე. მათი მიზანია, მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნებისმიერ ხერხს იყენებენ ამისთვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, შემჩნეულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან ჩვენ გვაქვს უარყოფითი და ნეგატიური შეფასებები,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” რიგები კიდევ ერთმა მაჟორიტარმა _ ანზორ ბოლქვაძემ გუშინ დატოვა.