ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული განვითარების ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები.
დისკუსია იმართება აშშ-ის საელჩოს მოწვევით, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის მიერ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან” თანამშრომლობით.