მარტვილის კანიონი (გაჭედილის კანიონი) სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის მდებარეობს. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2 400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღრმე – 20-40 მ.
რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის.
კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი. ეს არის საქართველოში ერთერთი ულამაზესი ადგილი. კანიონი მოხვედრილია იმ 10 პრიორიტეტული ტერიტორიის სიაში, რომელსაც წლის ბოლომდე უნდა მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი.