უფრო სწორად ამ დრომდე ცხოვრობდა _ 9 ივლისს, მათი საცხოვრებელი სახლი ხანძარმა სრულად გაანადგურა.
_ სოფელ გორაში მოხუცებულს ვუვლი. იქ ვიყავი, როცა სახლს ცეცხლი გაუჩნდა. კიდევ კარგი, რომ სახლში არც ჩემი რძალი და არც შვილიშვილი არ იყვნენ. როცა მეზობლებმა ცეცხლი დაინახეს, უკვე ძალიან გვიანი იყო, _ გვიყვება ქალბატონო ლენა.
ცეცხლი სახლს იმდენად სწრაფად მოედო, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ქალბატონ ლენას დღეს მეზობლებთან სძინავს და მეზობლების ტანსაცმელი აცვია. ახლობლებს არიან შეფარებული ოჯახის სხვა წევრებიც.
როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, გამგეობა დახმარებას მხოლოდ სიტყვიერად შეპირდა: _ ცეცხლი რომ გაჩნდა, რაიონის ხელმძღვანელობა იმ ღამეს კი მოვიდა და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ შემდეგ, არც კომისია მოსულა და არც არაფერი. არადა, ღამის გასათევიც კი არ მაქვს, რძალი ორსულადაა. არ ვიცი რა უნდა ვქნა, _ ამბობს ოჯახის დიასახლისი.
ჩხიკვიშვილების ოჯახი სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაშია. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ყველა დოკუმენტაცია ცეცხლმა დაწვა, ამ თვეში ისინი დახმარების მიღებასაც ვერ შეძლებენ. დოკუმენტაციის მოწესრიგებას ფული სჭირდება, მათ კი ამის საშუალება არ აქვთ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილების ოჯახის დასახმარებლად ყველაფერი კეთდება: _ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. პირადად ვიყავი და ვიცი, იქ რა მდგომარეობაა. გვინდა, რომ სახლი გადავუხუროთ და ერთი ოთახი მაინც მოვაწესრიგოთ, რომ ღამის გასათევი მაინც ჰქონდეთ.
_ როგორც გვითხრეს, კომისიაც კი არ ყოფილა ადგილზე მისული.
_ როგორ არა. კომისია იყო, თუმცა მისი დასკვნა ამ შემთხვევაში ბევრ რამეს არ შეცვლის, რადგან სახლის ღირებულება იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ბიუჯეტს აქვს საშუალება. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური დახმარება უახლოეს ხანში გავუწიოთ.
სტატია მომზადებულია ფონდის”ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.