შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას აცნობს და კონკრეტულად იმ ნაწილს განმარტავს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და საზოგადოების შეურაცხმყოფელ საქციელს გულისხმობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის აღნიშნული მუხლი უფრო მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ ფორმულირებას, რომ საზოგადოების დაბნეულობა არ გამოიწვიოს.
კომიტეტი დღესვე განიხილავს 17 მაისის მოვლენების დასკვნას. განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან.