_ “ბიძინა ივანიშვილს ბადრი პატარკაციშვილი მთავარ საფრთხედ მიაჩნდა, როგორც ვიცი, ვერ იტანდა მას და მისი გარდაცვალების შემდეგ არ დაგვკონტაქტებია“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ გაწყვიტა ივანიშვილმა ხელისუფლებასთან კავშირი.
პრეზიდენტის განმარტებით, ივანიშვილის მისი მეგობარი არასდროს ყოფილა და მასთან უმეტესწილად ტელეფონით ურთიერთობდა.
_ “ვინც მასთან კონტაქტზე გადიოდა, ვანო იყო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ პოლიციას დღევანდელი პრემიერი აფინანსებდა:
_ “ბევრი რამე არის ტყუილი, მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა ივანიშვილს პოლიცია დაეფინანსებინოს. ბიძინა ივანიშვილი არასდროს აფინანსებდა უცხოეთში სტუდენტების სწავლას. ფაქტიურად, არ აფინანსებდა ახალგაზრდებს,” _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა,