წყალდიდობა ურეკში ყოველ წელს ერთხელ ან ორჯერ ხდება. პრობლება შეიძლება, გამოწვეული იყოს არხების გამო, რომელიც შეიძლება, რამდენიმე ადგილას გაჭედილია.
_ არხი რომ გაწმენდილი იყოს, წყალდიდობა, შესაძლოა, მაინც მოხდეს, რადგან აქ ხმელეთი დაბალზე არის ზღვის დონიდან. ყველა ადამიანს ვნახავთ, გავესაუბრებით. განვიხილავთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. პირველ რიგში, ყველა არხი უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს, _ გვითხრა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის თქმით, ის და მისი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე თბილისში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმყოფებიან.
_ ახლა თბილისში ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ და დავეხმარებით მოსახლეობას. სამინისტროში კი აუცილებლად ყ ველას ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომ წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას კოტე შარაშენიძემ.