ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერიის “ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა” ირინე სახელაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მერია თავს იკავებს კონკურსის გამოცხადებისგან, რადგან კადრების ოპტიმიზაცია ამ ეტაპზე ბიუჯეტს და ახალი თანამშრომლების ინტერესებს დააზარალებს.
როგორც ცნობილია, კონკურსის გადავადება ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია “საჯარო სამსახურის” შესახებ, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებული და რომლის თანახმად საჯარო სამსახურებს უფლება მიენიჭათ კონკურსი ვადა 2014 წლის 1 იანვრამდე გადაწიონ. აღნიშნულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილას.
ქუთაისის მერიაში ორ თვეზე მეტია რეორგანიზაციაა გამოცხადებული, რომლის შედეგად 86-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ახალი ხელმძღვანელები ჰყავს თითქმის ყველა სამსახურს. რაც შეეხება კონკურსის გამოცხადებას და ატესტაციებს, ის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა, ამ დრომდე უცნობი იყო, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი.



































































