და აცხადებს, რომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს იმ პირების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ უნდა ჩაერთონ ამ სამართალწარმოებაში.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როდესაც მხარეებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები, უფლებები და შეჯიბრობითობა იქნება დაცული. ამ პრინციპს კომიტეტი მიესალმება, თუმცა, აქვე მთავრობა აცხადებს, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემები და ასახელებს კონკრეტულ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა უწყების ყველა იმ წარმომადგენლის და თანამშრომლის გადამზადება, რომლებიც ამ ახალი პროცედურით უნდა ჩაერთონ სისხლის სამართლის წარმოებაში და ასახელებს ამისთვის კონკრეტულ ვადას. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მინდა გითხრათ, რომ შეიცვალა მოთხოვნილი ვადა. კომიტეტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ იმ ვადაში, რა ვადაც იქნება დარჩენილი ამ ახალი პროცედურის ამოქმედებამდე, ჩვენი კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მისმა სასწავლო ცენტრმა ძალიან სწრაფად მოახდინოს მომზადება ყველა იმ მოხელის, ყველა იმ პირის, რომლებიც უნდა ჩაერთონ ამ სამართალწარმოებაში. ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ კომიტეტი რამდენიმე საგანგებო სხდომას მიუძღვნის, ვადის ამოქმედებამდე დარჩენილ დროში, მონიტორინგი გაუწიოს იმას, თუ როგორ ემზადება მთავრობა და შესაბამისი უწყებები ამ ახალი პროცედურის ასათვისებლად,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.