კანონში ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებულია ის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ხელის მოწერის უფლება ამავე საბჭოს თავმჯდომარეს მიენიჭოს, რომლის ადგილი ამ ეტაპზე ვაკანტურია. კომიტეტის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, იმის გამო, რომ საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავს. ოთხი თვის განმავლობაში საბჭოს მუშაობაც შეჩერებულია.
აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნა პრეზიდენტის უფლებებში შედის, რომელიც ამ დრომდე თავს იკავებს აღნიშნულ თანამდებობაზე ვინმეს კანდიდატურა დაასახელოს.