ამ დღეს ასევე ტარდება რელიგიური თემატიკით გაჯერებული კულტურული ღონისძიებები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საეკლესიო საგალობლების წარმოჩენას. ამ მიზნით ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მოეწყო საეკლესიო საგალობლების ფესტივალი. ფესტივალზე მიწვეული იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული და იოაკიმ და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის ვაჟთა მგალობელთა გუნდი “ამაღლება”, რომელმაც შეასრულა ორი გურული საგალობელი და ერთი ხალხური სიმღერა.
ფესტივალს ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი, ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი და სხვები, ასევე მრავალი უცხოელი სპეციალისტი, რომლებმაც ჩვენი ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებს მაღალი შეფასება მისცეს.