მემორანდუმი მიზნად ისახავს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.
მემორანდუმი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროექტის “პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის” ფარგლებში გაფორმდა. შეიქმნა საპარლამენტო მონიტორინგის ახალი ვებ-გვერდი. ორგანიზაცია აწარმოებს კანონპროექტების ანალიზს და ყოველ კვირას ავრცელებს აღნიშნული მასალების პოდკასტს.