მისი განცხადებით თუ ეს გარიგება მოხდა, ამით ქართულ ხელისუფლებას მრჩევლის სახით, მსოფლიოში ავტორიტეტული და პოლიტიკურად მძიმე წონიანი პოლიტიკოსი ეყოლება.
“მე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს თანამშრომლობა შედგება. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, თუ ეს შეთანხმება შედგა და თუ ასეთი მრჩეველი ეყოლება საქართველოს ხელისუფლებას. ქალბატონი კონდოლიზა რაისი არის უდავო ავტორიტეტი მსოფლიოში და მას დიდი პოლიტიკური წონა აქვს, იგი ჩვენი დიდი მეგობარია. მე ვფიქრობ, მისი პერსონა სასარგებლოდ წაადგება ქართულ პოლიტიკას,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.