და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ წინადადებებს უკან ითხოვენ. ამისთვის პარტიების სახელით, პარლამენტში განცხადება დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ შეიტანა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა მათი წინადადებები დაამახინჯეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებით, პარტიების დაფინანსება 300 000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტი ადგილობრივ არჩევნებზე 1%იან, საპარლამენტო არჩევნებზე 2%-იან და საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში 3%-იან ბარიერს გადალახავდა. ხოლო 500 000 ლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსება იმ პარტიას უნდა მიეღო, რომელიც ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავდა.