“საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გამართული მუშაობა, რათა თბილისსა და სხვა ქალაქებში შეწყდეს გამწვანებული ტერიტორიებისა და ხე-ნარგავების მასობრივი განადგურების პროცესი. თბილისსა და მთელ რიგ სხვა ქალაქებში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტოლირებადი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა ნებართვით დღემდე ფართო მასშტაბით ხორციელდება ბაღ-პარკების უკანონო გასხვისება, ასევე მათი ტერიტორიაზე სამშენებლო და ხე-ნარგავების ჭრის ნებართვების გაცემა. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, დღემდე პროკურატურის მიერ არცერთ გამწვანებულ ტერიტორიასთან მიმართებაში არ არის ჩატარებული ობიექტური გამოძიება, შესაბამისად არცერთ დამნაშავეს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროს კი, ასევე მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, დღემდე არ შეუმუშავებია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამწვანებული და სხვა რეკრეაციული ზონების დაცვის (მართვის) ფუნქციის მინიჭებას, ასევე სრულყოფდა გამწვანებული ტერიტორიების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს”, _ ნათქვამია ღონისძიებაში, რომელიც ლაშა ჩხარტიშვილმა “ფეისბუქის” საშუალებით დააანონსა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved