მათი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულმა კანონპროექტმა”აღსრულების ღონისძიებების შეჩერების შესახებ” კრედიტორები დააზარალა. ისინი ხელისუფლებისგან თანაბარუფლებიან პირობებს და გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს მოითხოვენ. თავისი პოზიციები აქვთ საბანკო სფეროს წარმომადგენლებს. მათ ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან აქვთ შეხვედრა. როგორც ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, საბანკო სფეროს მსგავსი ცვლილებები არ უნდა შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით უფრო რთული იქნება და ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ორივე მხარეს აქვს პრობლემა _ როგორც იპოთეკარებს, ასევე _ კრედიტორებს. ის აქციის მონაწილეებს შეხვდა. როგორც ბესელიამ განაცხადა, ამჯერად მთავარი მოთხოვნა გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხებია. ბესელიას თქმით, ამ თემას ის დღესვე გააჟღერებს საპარლამენტო სესიაზე.
ბესელია, ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ თემაზე რეკომენდაციების გავლა მთავრობასთან უნდა მოხდეს.