შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი. იგი აღიარებს ე. წ. “ქურდულ სამყაროს”, ე. წ. “ქურდულ გარჩევებში” მონაწილეობდა და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით ე. წ. “ობშიაკისთვის” გარკვეულ თანხებს ითხოვდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მალხაზ წ-ს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 ივლისს დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).